logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს
- +

26 სექტემბერი. 2016. 12:56



 „ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს", - ასე უპასუხა საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხებოდა.


ივანიშვილის თქმით, მას ამ თემაზე ღარიბაშვილთან არ უსაუბრია, თუმცა მის დაბრუნებას პოლიტიკაში მიესალმება.

 

„არ მქონია სუბარი ირაკლისთან. მას შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ის ღირსეულად ემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა. მე მივესალმებოდი მის დაბრუნებას. ხშირად ვეხმაურებით ერთმანეთს. ჩვენს მეუღლეებსაც აქვთ ურთიერთობა. ირაკლის ერთ-ერთი ბავშვის ნათლია ჩემი ბერაა", - განაცხადა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner