logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რეგიონებში ძირითადი პრობლემები მოგვარდება
- +

26 სექტემბერი. 2016. 12:59



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძნა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას მოსახლეობის ძირითად პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას ძირითადად წყლის, გზის  და გაზიფიკაციის პრობლემა აქვს, რაც მომავალ ოთხ წელიწადში მოგვარდება.


„ძირითადად რეგიონში მოსახლეობას გზის რეაბილიტაციის, წყლის და გაზის პრობლემები აქვთ.  გიორგი კვირიკაშვილს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს და მე მას ვენდობი. ამ ოთხ წელიწადში, თუ რამე უბედურება არ მოხდა, საგარეო შოკი ან რამე მსგავსი, ვფიქრობ, რომ ამ ოთხ წელიწადში ძირითადი პრობლემები მოგვარდება.

 

გაზიფიკაციის პროცესი წინ მიდის და ენერგეტიკის სამინისტრო ამ მხრივ კარგად მუშაობს. ამაში ჩვენი მეგობარი „სოკარიც" გვეხმარება და სხვა პარტნიორებიც", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner