ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ქვემო ქართლში საავადმყოფოს ფუნქციონირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვაზე ბიუჯეტიდან დღემდე დიდი თანხა იხარჯება.
„ჯანდაცვაზე ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხა იხარჯება. სერგეენკო ძალიან კარგი მინისტრი და მენეჯერია, თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერს ვერ გავწვდით.
რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებებს საავადმყოფოების მუშაობასთან დაკავშირებით ქვემო ქართლში, გიორგი მარგველაშვილმა არც თავიდან იცოდა, რა იქნებოდა და საუბედუროდ, დღესაც არ ესმის. ეს მისი სფერო არ არის. მთავრობის საქმეა, ჯანდაცვას მიხედოს და არა პრეზიდენტის და შესაბამისად, საზოგადოებამ ამასათან დაკავშირებით პასუხი მთავრობას უნდა მოსთხოვოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.