logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: შევარდნაძის პერიოდში ბიზნესგარემო უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე სააკაშვილის დროს
- +

26 სექტემბერი. 2016. 13:11



ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი რუსთავში რეგიონალურ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ შევარდნაძის პერიოდში ბიზნესგარემო უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე სააკაშვილის დროს.



ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა. მან გაიხსენა შევარდნაძის პერიოდი და აღნიშნა, რომ კორუფცია იქაც იყო და თქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებისთვის შევარდნაძის პერიოდი იყო გაცილებით საინტერესო... შევარდნაძის დროს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია დარღვევული იყო - ვერ ივსებოდა ბიუჯეტი, რაც ცუდი იყო, მაგრამ, „ნაცებმა" ისწავლეს მოგროვება, ყველას ჯიბეში ჩაძვრნენ და თვითონ დაიწყეს გადანაწილება. ეს იყო უარესი. შევარდნაძის პერიოდში ბიზნესიც კი ისე არ კონტროლდებოდა, როგორც ნაცებმა" ისწავლეს შემდგომ. ნაცებმა" რამდენიმე კაცზე დაიწყეს გადანაწილება. ელიტარული კორუფცია ანგრევდა ბიზნესის განვითარების პერსპექტივას და თავისუფლება აღარ იყო საერთოდ. ვისაც ჰქონდა, ყველას ჯიბეში უძვრებოდნენ და ყველა ჰყავდათ ჩაჭერილი.

ბიზნესმენები არ ელოდნენ პოლიტიკურ შემადგენელს და პოლიტიკურ ნაწილს. საარჩევნო პერიოდია. ბიზნესმენი ჩვეულებრივად საზოგადოების წევრია. მთელ ევროპასა და ამერიკაში ბიზნესი აფინანსებს პოლიტიკას. ამ მოწოდებაში არავითარი უცნაურობა არ ყოფილა. ბიზნესმენების მხრიდან მე უფრო მკვეთრი დაფიქსირების სურვილი მქონდა. მოვუწოდე მათ, რომ კრიტიკა იყოს გახსნილი, ხოლო თუ კარგია, უფრო მკვეთრად ვთქვათ. ამ მოწოდებაზე ოპონენტებმა გააკეთეს ზედმე კრიტიკული დამოკიდებულება. ფორუმის მნიშვნელობა იყო, რომ შეგვეფასებინა 4-წლიანი პერიოდი, თუ რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებდა ხელისუფლება, რამდენად არის ბიზნესი თავისუფალი და რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება. შეფასებასთან ერთად მიზანი იყო სწორი გზების დაგეგმვაც. ვერცერთი კრიტიკული შენიშვნა ვერ გამოითქვა, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყვნენ ოპოზიციურად განწყობილები, იყვნენ ოპოზიცირი პარტიებიდან - თავისუფალი მოკრატებიდან", ნაციონალური მოძრაობიდან". ფორმაზე იყო მინიშნებები, რომ თითქოს მე მოვითხოვე განმარტებები, თუმცა მე ვთხოვე. ჩათვალეს, რომ ზედმეტად ემოციური ვიყავი და შესაძლოა, ვიყავი კიდეც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner