logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: კონკრეტული კითხვები მაქვს დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით
- +

26 სექტემბერი. 2016. 13:17




შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გაუმართლებელია, ერთეული შემთხვევების გამო, მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ.



სისტემაში 40 ათასი პოლიციელი მუშაობს და ერთეული შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა. კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე. არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის უფლებების ხელყოფას და არც არავის დავაფარებთ ხელს. მთავარია, ყოველი კონკრეტული შემთხვევა გამოვავლინოთ, რათა ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს, თუმცა ვერც იმას დავუშვებ, უდანაშაულო პოლიციელებს ჩირქი მოეცხოთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.



მისივე თქმით, დემურ სტურუას საქმეზე ის კონკრეტულ შეფასებებს არ აკეთებს, ვინაიდან საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს და გამოძიების პროცესში შეფასებების კეთება არასწორად მიაჩნია.



პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების გამო. ამ საქმეზე საგამოძიებო ორგანო არის მთავარი პროკურატურა, სწორედ ის უძღვება გამოძიებას და გამოძიების პროცესში კონკრეტული შეფასებების გახმოვანება არასწორი იქნება. თუმცა, არ დაგიმალავთ, მაქვს ჩემი კონკრეტული კითხვები დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner