logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალებს“ 2012 წელს რომ გაემარჯვათ, ეკონომიკა სრულ კრახს განიცდიდა
- +

26 სექტემბერი. 2016. 13:18



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" აღნიშნა, რომ დღეს ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ საქართველოსი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მისივე თქმით, იმ პირობებში, რა პირობებშიც ქვეყანა იყო, ამაზე მეტის გაკეთება აღარ შეიძლებოდა.


„მახსოვს,კირვალიძეს ვთხოვე, მოეგროვებინა სოფლის მეურნეობის ბიზნესი და თავიდან დაგვეწყო ყველაფერი. შეხვედრიდან დამირეკა კირვალიძემ, იმდენად შოკირებული იყო, რა დაგეგმარებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ბატონო ბიძინაო. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ამ ბიზნესმენებს ვუთხრა, რა გიქნათ ამ მამაძაღლმა სეთურმაო, ისეთი შეშინებული და დათრგუნულები არიანო. ასეთი მდგომარეობა მივიღეთ ჩვენ, ასეთი შოკირებული იყო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ინერციით მუშაობდნენ, ახერხებდნენ კომუნიკაციას მთავრობასთან და მთავრობის წევრები ნელ-ნელა შედიოდნენ ბიზნესში და იკიდებდნენ ფეხს და ამის მაგალითი უამრავია, როგორ ართმევდნენ საკუთრებას, როგორ შედიოდნენ მეწილეებად და ა.შ. ეს პროცესი იყო ძალიან მძიმე. იმ მეთოდის მმართველობა, რაც მათ ახლდათ, 2012 წლამდე მოათრიეს, რომ იტყვიან, მაგრამ 2012 წელს რომ მათ გაემარჯვათ, ერთ-ორ წელში საბოლოო კრახს მოიტანდა და საქართველო მიიღებდა ეკონომიკურ კოლაფსს. ნაცვლად ამისა, ჩვენ უდიდესი ნახტომი გავაკეთეთ და განვითარებულ ქვეყნებს შეგვიძლია შევედაროთ დღეს ეკონომიკის კუთხით. როდესაც 4-ჯერ და 5-ჯერ ჩამორჩება, ვისაც ეკონომიკა ესმის, მიხვდება, რომ 4 წელიწადში ეკონომიკა არავის არ გაუორმაგებია და მითუმეტეს არ გაუოთხმაგებია, არ მომხდარა პრეცედენტი რომ 4 წელიწადში ვინმეს ეკონომიკა გაეორმაგებინა. გაორმაგების შემთხვევაში ქვეყანაში მოხდება ხარისხობრივი ცვლილება. 7-8 წელიწადში თუ შევინარჩუნებთ ლიდერობას, ამ ტემპებში შეგვიძლია გავაორმაგოთ ეკონომიკა და აქ უკვე შეიძლება მოსახლეობას რაღაც შეეტყოს. სამუშაოების რაოდენობაც გაიზრდება, პენსიებიც გაიზრდება, უნდა ვიყოთ მომთმენები. ყველაფერი მიდის სწორად. ამაზე მეტი არ შეიძლებოდა გაკეთებულიყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner