საქართველოს კულტურის პალატა მოუწოდებს გიორგი გაფრინდაშვილს მოხსნას თავის კანდიდატურა თსუ -ს კანცლერის პოზიციიდან:
„არ გაიმეტოთ თავი და შთამომავლობა, გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს უზნეობას, გონებრივი და ზნეობრივი თითქმის ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. თანამდებობები არის დროებითი, არანაირი თანამდებობა არ ღირს არაფრად, თუ მხარს არ გიჭერს იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელსაც შენ უნდა ემსახურო.
ბატონო გიორგი მოგიწოდებთ - დადექით იქ, სადაც ზნეობა ზეიმობს!", - განაცხადა კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა.