logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: გვარამიას სურს, ფარული ჩანაწერებით ტელევიზიის რეიტინგი ასწიოს
- +

26 სექტემბერი. 2016. 13:25



ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ალიასთან" საუბარში „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ოთარ დანელიას საუბრის ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც სარეკლამო ჭრის დროს არის ჩაწერილი. მისი თქმით, ნიკა გვარამია ასეთი ჩანაწერების გავრცელებით საკუთარი ტელევიზიის რეიტინგის აწევას ცდილობს.



„რთულია მტკიცება, რომ მაინცდამაინც ნიკა გვარამიამ დადო ეს ჩანაწერი, თუმცა მისი გაკეთებული მგონია და იმდენი ქნა გვარამიამ, მათ, ვისაც პაატა ბურჭულაძისა და მისი საუბრის ჩანაწერი მესამე მხარის ინტერესი ეგონათ, გაუჩინა ეჭვი, რომ ეს საუბარი სწორედ გვარამიას გაკეთებულია. ასეთი ტიპის ადამიანია - სურს, ასეთი მეთოდებით, ფარული ჩანაწერების მეშვეობით, ზურგიდან მოქმედებით ასწიოს საკუთარი ტელევიზიის რეიტინგი და უარყოფითი იმიჯი შეუქმნას მოწინააღმდეგეებს. და რა მოხდება, ვიღაც იარაღს იარაღს თუ დაუპირისპირებს? - ამიტომ ასეთი საქციელი ყოვლად მიუღებელია", - განაცხადა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ალიასთან" საუბარში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner