logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი მწირი ბიუჯეტი ოთხ წელიწადში ყველა პრობლემას ვერ გადაჭრიდა
- +

26 სექტემბერი. 2016. 13:30



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" სოციალური პრობლემისა და საბავშვო ბაღების სიმცირის შესახებ კითხვაზე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მოხდა ხარისხობრივი ცვლილებები ამ მხრივ და აღნიშნავს, რომ ოთხი წელიწადი არ არის საკმარისი ამ პრობლემების სრულად აღმოსაფხვრელად.

 

„პრინციპული გარდატეხა, თუ გნებავთ, სოციალური მნიშვნელობით და სოციალური კუთხით, ახალმა ხელისუფლებამ რა გააკეთა, ამისთვის უნდა მოხდეს ბიუჯეტის გაანალიზება. ძალიან ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით და პრინციპული გარდატეხები მოხდა თუნდაც დევნილებთან დაკავშირებით. მე არ მითქვამს, რომ 4 წელიწადში ეს პრობლემა აღმოიფხვრებოდა, ეს შეუძლებელია ასეთ მცირე დროში. შემდეგ 4 წელიწადშიც კიდევ დარჩება პრობლემები, მაგრამ ეს უკვე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ხარისხობრივად შეიცვალოს დევნილების მდგომარეობა და საბავშვო ბაღების პრობლემაზე აღარ გვქონდეს ლაპარაკი. სოციალური დახმარების მხრივ ბიუჯეტი მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ჩვენი მწირი ბიუჯეტი ოთხ წელიწადში ყველა ამ პრობლემას ვერ გადაჭრიდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner