logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მივესალმები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად ღარიბაშვილის წარდგენას
- +

26 სექტემბერი. 2016. 13:30



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას  მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი ღარიბაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლო წარდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება, თუ ღარიბაშვილი გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.



„ირაკლი ღარიბაშვილთან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მის კანდიდატად წარდგენაზე არ მისაუბრია. ამ თემაზე საუბარი ნაადრევია. ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ვფიქრობ, ის ძალიან ღირსეულად ემსახურა ქვეყანას და გამარჯვებულად წავიდა.

 

მივესალმები მის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას, თუმცა ჯერ კიდევ დიდი დროა პრეზიდენტის არჩევნებამდე.  დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გამორიცხული არ არის, ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებამდეც გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner