logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო როლი შეასრულონ საარჩევნო პროცესში
- +

26 სექტემბერი. 2016. 13:36


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნების პერიოდში შს სამინისტრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო როლი შეასრულონ საარჩევნო პროცესში, როდესაც იყო საუბარი წარსულში მომხდარ ინციდენტებზე, მაგალითად, კორცხელის ინციდენტზე, იქ არაერთხელ ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ჩართულობა მართებდა და დღეს ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner