„აქცია ჩვენი მხრიდან დაანონსებული არ ყოფილა", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და დასძინა, რომ „ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ აქციას არ გამართავს.
„ამასთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა განცხადება პრემიერ-მინისტრმა. ჩვენი მთავარი აქცია იქნება 8 ოქტომბერს, როცა ჩვენი მილიონი მხარდამჭერი მოვა არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.