ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ „აუდიტორია 115"-ის სტუდენტებს რამდენიმე დაპირება მისცა.
თსუ-ს რექტორის თქმით, უნივერსიტეტში დაინერგება გარე რეფერირების მექანიზმი.
მისივე თქმით, შედგება უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სტუდენტები, ასევე „აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები.
შარვაშიძის თქმით, გარკვეული საკითხები დღეს აკადემიური საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული, რომელიც 16:00 საათზე გაიმართება.