logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: წინა ხელისუფლების დროს მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული
- +

26 სექტემბერი. 2016. 13:50


 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული და აღნიშნა, რომ დღეს დამოკიდებულება პრონციპულად შეცვლილია.

 

„მახსოვს, ერთ-ერთმა გამომსვლელმა ბიზნესმენმა გაიხსენა ციხეები და რა დღეში იყვნენ პატიმრები და მე გავაგრძელე, რომ პატიმარი სხვანაირად მოიხსენიება კიდევ - თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთა ცოტა მაინც საქართველოს მოსახლეობას ყველას ჰქონდა. მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული. ეს პრინციპული გარდაქმნა მოხდა, დამოკიდებულებაა სხვანაირი, მაგრამ 4 წელიწადში და 8 წელიწადში ყველა პრობლემა პრინციპულად გადავტეხოთ, შეუძლებელია. ამას უნდა მოთმენა და გაგება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner