„ჩემი საყვარელი ფილმია „არ დაიდარდო" და უცხოური ფილმებიდან „ქალის სურნელი" მომწონს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
აქვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანის სრულყოფის და ქმედების შეფასება მისი ქმედებიდან მოდის.
„ადამიანის სრულყოფა და ძირითადი შეფასება მოდის ფსიქიკიდან, რამდენად აქვს დაბალანსებული. სწორედ ფსიქიკა განსაზღვრავს ინტელექტს, ქმედებას და სწორ მიმართულებებს.
როცა განხეთქილებაა დიდი და კოლაფსია მოთხოვნილებას და შესაძლებლობებს შორის, ისტორიულად ამის გამო დიდი უბედურებები მივიღეთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.