თსუ-ს რექტორი გია შარვაშიძე „აუდიტორია 115"-ის სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ.
„ჩემი გადადგომის შესახებ მოთხოვნას არ ვეთანხმები, თუმცა, ვეთანხმები მათ მრავალ შენიშვნას, მათთან დიალოგი უკვე მქონდა, ასე გავაგრძელებ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
ძალიან მაღალი პოლიტიკური გრადუსია შემოტანილი. უნივერსიტეტს პოლიტიზება არ სჭირდება. არ ვაპირებთ, რომ თსუ გახდეს პოლიტიკოსების სათამაშო ადგილი", - განაცხადა გია შარვაშიძემ.
„აუდიტორია 115-ის სტუდენტებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია ჩაშალეს. ისინი ყვირილით და შეძახილებით- „ავტონომია უნივერისტეტს" იმ ადგილას მივიდნენ, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა და სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან.