logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილმა არც თავიდან იცოდა, რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის
- +

26 სექტემბერი. 2016. 14:01



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არც თავიდან იცოდა, რა უფლებები ექნებოდა და სამწუხაროდ, დღესაც არ ესმის.



რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებებს, მან არც თავიდან იცოდა, რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის, სამწუხაროდ და საუბედუროდ. ჯანდაცვა არ არის მისი სფერო. პრეზიდენტის სფერო არ არის საავადმყოფოს აშენება ან ჯანდაცვის მიხედვა. ეს მთავრობის საქმეა და თუ დარღვევაა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მანამდეც მქონდა საუბარი მასთან, რომ კონსტიტუცია მანამდე უნდა წაგეკითხა-მეთქი. არჩევნები რომ დამთავრდა და მოვიდა, ყველაფრის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ დაიხურა 2013 წელს თეთრიწყაროში საავადმყოფო. მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობამ მარგველაშვილისგან ამ პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო, თუმცა უშედეგოდ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner