ბოლნისში პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომ ეს პრობლემა მცირე და საშუალო წარმოების გაზრდით უახლოეს მომავალში მოგვარდება.
„მცირე და საშუალო საწარმოები უნდა აშენდეს, გადამმუშავებელი უნდა აშენდეს, სამაცივრო მეურნეობა უნდა აშენდეს, რომ სეზონზე არ იყოს ეს ყველაფერი დამოკიდებული. ამ მიმართულებით ეს ძალისხმევა ისევ გაგრძელდება და გაიზრდება და ვფიქრობ, უახლოეს დროში ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. ტენდენცია არ შეიცვლება. უნდა გაიზარდოს მცირე და საშუალო საწარმოების რიცხვი და ამ ყველაფრის შემდეგ გასაღების პრობლემა მოგვარდება. ეს უნდა გავითავისოთ, რომ მარტო ნედლეული არ უნდა გავიტანოთ. ამ მიმართულებით ბიზნესი აქტიურია და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს პრობლემა ბოლნისშიც გადაიჭრება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.