logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხალხს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა
- +

26 სექტემბერი. 2016. 14:03



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას მისი პრემიერობის დროს საზოგადოების მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების ნაწილმა მისი პრემიერად მოსვლა არასწორად გაიგო და მოლოდინი გადაჭარბებული იყო.




„მოსახლეობას უნდა დაეხმარო და არ უსაყვედურო. პრობლემა არის დისბალანსი, რაც გამოიწვია იმან, რომ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება სახელმწიფოს მართვის და გვაკლია ხელისუფლების მართვის პრინციპების შეფასება და ანალიზი.

 

მოლოდინსა და რეალობას შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა. ის, რომ მოვიდა ივანიშვილი და ხალხს ეგონა, ყველაფერს მიიღებდნენ,  ეს გადაჭარბებული იყო და ამ გადაჭარბებას მე არც ფსიქოლოგიას და ფსიქიკას არ მივაწერ. ამ გადაჭარბებას მივაწერ მხოლოდ ჩვენს უახლეს ისტორიაში გამოუცდელობას, რაც დიდი გავლენას ახდენს არჩევნებზე.

 

ჩემდა სამწუხაროდ, დღეს მოსახლეობის მხოლოდ მესამედი აფასებს „ქართული ოცნების" მუშაობას კარგად. მოსახლეობის მესამედი ოპოზიციურად არის განწყობილი, ერთი მესამედი კი კიდევ ფიქრობს  და შეფასებაში პრობლემა აქვს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner