logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: არ მგონია, ინგა გრიგოლიას ღამე არ დაეძინოს კადრების დაანონსების გამო
- +

14 მარტი. 2016. 15:04



„შიში სუბიექტურია, არ მგონია, ინგა გრიგოლიას ღამე არ დაეძინოს კადრების დაანონსების გამო", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა TV პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა.


პარლამენტარის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების 100 %-ით ბლოკირება ინტერნეტსივრცეში შეუძლებელია.


„ვინც ამ სფეროში გარკვეულია, ყველა დამეთანხმება ამის პრევენცია და ბლოკირება შეუძლებელია. ვსაუბრობ 100 %-იან დაცვაზე, რითაც გამორიცხული იქნება ინფორმაციის მოხვედრა საჯარო სივრცეში. სოციალური ქსელები იძლევა საშუალებას, არამარტო საქართველოდან, არამედ ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება აიტვირთოს ინფორმაცია. ასე რომ, არ მოვატყუოთ საზოგადობა - ტექნიკურად ბლოკირება და საზოგადოების ამისგან დაცვა შეუძლებელია", - განაცხადა დეპუტატმა.


მისი თქმით, ერთადერთი, რაც ხელისუფლებას შეუძლია, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და ამხილოს მასალის გამავრცელებელი, თუმცა ქუცნაშვილის თქმით, ამ შემთხვევაშიც ბევრი სირთულე იკვეთება. „მითუმეტეს მაშინ, თუ ინტერნეტში მასალის განთავსება მოხდა უცხოეთიდან. აქ არის მთელი რიგი პროცედურები, საჭიროა სანქციები და ა.შ. ადამიანებმა იციან პაროლები თავისიც, სხვისიც, ბანკებს ტეხავენ, კარებებს ხსნიან და სხვისი დომეინით ინტერნეტში მასალის განთავსება რთული არაა... ამერიკას და ინგლისს გაუჭირდა ვიკილიქსის შეჩერება მთელი თვეების განმავლობაში. მე არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ არც არავის მოვატყუებ - ინფორმაციის ბლოკირება შეუძლებელია. IT სპეციალისტები ამბობენ, ბნელ ოთახში კატის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე მხილება იმ პირების, რომლებმაც გაავრცელეს ეს კადრები", - განაცხადა ქუცნაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner