logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლების პირდაპირი დანიშნულებაა, მიხედოს ინფრასტრუქტურულ საკითხებს
- +

26 სექტემბერი. 2016. 14:10



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ინფრასტრუქტურულ მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზა ჩვეულებრივი გზის მშენებლობის პარალელურად ვითარდება.



„ხელისუფლების პირდაპირი დანიშნულებაა, რომ მიხედოს ინფრასტრუქტურულ საკითხებს და მოაწესრიგოს. როგორც გზების მშენებლობა მიმდინარეობს, ისე ვითარდება რგინიგზაც. ფაქტიურად, გზის და რკინიგზის შეჯიბრება მიმდინარეობს.

 

როგორც ჩვენ გვინდა, რომ რუსთავიდამ ანაკლიამდე 2:30 საათსი ჩავიდეთ, სწორედ ამას აპირებს რკინიგზაც. გზები მოკლდება, შენდება გვირაბები, რომ საავთომობილო გზები და რკინიგზა კონკურენტუნარიანი გახდნენ.

 

სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა და ამ მიმართულებით დახმარება ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს", - აღნიშნა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner