logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდება პოლიტიკაში
- +

26 სექტემბერი. 2016. 14:16



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრობს. მისი თქმით, ღარიბაშვილი ძალიან კარგი სათადარიგო მოთამაშეა, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო და საჭიროების შემთხვევაში ისევ დაბრუნდება პოლიტიკაში.

 

„მე შევთავაზე ღარიბაშვილს, თვითონ ცდილობს ბიზნესის რაღაც დარგში და არის არჩევნებში და აქაც შევთავაზე ჩემი დახმარება. ჯერ  კიდევ შერჩევის პროცესშია და ცოტა გაუხანგრძლივდა. პოლიტიკური მზაობაც აქვს და საკმაოდ კარგ ფორმაშია ირაკლი. სამი ბიჭის მამა იყო და მეოთხე გოგო შეეძინა, როგორც იცით. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს, რომ კარგია, ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები რომ არიან. მე უკვე 60-ს გადავაჭარბე და მოთამაშედ ვეღარ ჩავითვლები და არც მაქვს ამის სურვილი, მაგრამ ირაკლი არის კარგი ვარიანტი. ჩვენი ძველი პოლიტიკოსები დიდად სანდოობით არ გამოირჩევიან და ამ მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი არის ძალიან კარგი ვარიანტი. ჯობია, გავუფრთხილდეთ. მას უყვარს თავისი სამშობლო, თავისი ქვეყანა და აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისევ დაბრუნდება პოლიტიკაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner