logo_geo
eng_logo
ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი გალა-კონცერტით გაიხსნება
- +

26 სექტემბერი. 2016. 14:17



26 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი გალა-კონცერტით გაიხსნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ - ანჩისხატის გუნდი, „ბასიანი", გალობის უნივერსიტეტის გუნდი, „დიდგორი", „მზეთამზე", „მთიები", „სათანაო", „სახიობა", „შავნაბადა", „ძირიანი".




26 - 30 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პატრონატით, ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება.



სიმპოზიუმში მონაწილეობს 49 მეცნიერი 22 ქვეყნიდან, მათ შორის 15 მეცნიერი საქართველოდან. დაგეგმილია მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებიც კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში გაიმართება. მათში მონაწილეობენ ქართული მრავალხმიანობის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ოჯახური ანსამბლები, აგრეთვე, სარდინიული ანსამბლი „CONCORDU LUSSURZESU".



სომპოზიუმის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება რენატო მორელის ორი ფილმი - „წმინდა ხმები": „კონკორდუს" მომღერალი ორი თაობა ვნების კვირაში (სარდინია) და „მრავალაჟამიერი": მოგზაურობა სიმღერით სვანეთში ფილფანის ოჯახთან და მელბურნის ქართულ გუნდთან ერთად და ჰუგო ზემპისა და ნონა ლომიძის ფილმი - სუფრული სიმღერები კახეთში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner