ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას „რუსთავი 2" -ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2" მას ინტრიგნულ კითხვებს უსვამს, რათა შემდეგში ეს ცუდად გამოიყენოს.
„რუსთავი 2"-ს ყველაფერი საოცრად აქვს დალაგებული. ჟურნალისტი დაჟინებით მეკითხებოდა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს, ყველაფერი ძალადობის და რევოლუციის გარეშე ჩაივლის? მე ვუპასუხე, რომ ვერ გაიმარჯვებს. მიზანი კი ის იყო, რომ ეს ამოეჭრათ მერე და ეთქვათ, რომ ივანიშვილმა თქვა, თუ „ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს, ივანიშვილი ყველაფერს გაუფორმებს. თუმცა, ამ კითხვაზე მათ პასუხი ვერ მიიღეს.
„რუსთავი 2" ჩემთან კითხვით აღარ მოდის, რადგან ნახეს, რომ ეს ტელევიზია შევიცანი. ისინი ისეთ კითხვებს სვამენ, რომ შემდეგ ინტრიგნული სათაურები გააკეთონ. ვთხოვე, რომ მივეწვიე მათ გადაცემაში და ესეც კი ვერ გაბედეს და არც ერთ ჩემს შეხვედრაზე არ მოდიან",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.