logo_geo
eng_logo
„GPI- ს ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის წინააღმდეგ“
- +

26 სექტემბერი. 2016. 14:43



„ჯიპიაი"-ს შემთხვევაში, ჯანმრთელობას დაზღვევა სიცოცხლისთვის საშიშ მომსახურებად იქცა.


პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია მომსახურებაზე გაურკვეველი მიზეზებით ამბობს უარს. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 25 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ავადმყოფი მცირეწლოვანისთვის საჭირო მომსახურების გაწევაზე, კომპანიამ კვლავ წარმოუდგენელი მიზეზით თქვა უარი.


შპს „კლიპარტის" ერთ-ერთი თანამშრომლის მცირეწლოვანი შვილისთვის, რომელსაც პედიატრის გამოძახება დასჭირდა, „ჯიპიაი"- ს ოპერატორმა მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადა და ავადმყოფი შვილის დედას განუცხადა, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო. ოპერატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზის დასახელების უფლება არ ჰქონდა და გამოძახებიდან ორი საათის შემდეგ, პაციენტს „გამონაკლისის დაშვებას" დაჰპირდა.


თუმცა კომპანიაშიც ალბათ კარგად ესმით, რომ ორი საათის დაგვიანებით, ისიც, გამონაკლისად გასაღებული ექიმის მომსახურების მიღება, უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანს აღარ სჭირდება. თავად კომპანიაში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.


„ძალიან ვწუხვართ, ვარკვევთ, რატომ ხდება ტექნიკური გაუგებრობა. ვეცდებით, რომ აღმოფხვრათ ეს პრობლემა", - აცხადებენ „ჯიპიაი"- ში.


სადაზღვევო კომპანია, „ჯიპიაი"-ს მომსახურებით, შპს „კლიპარტის", შპს „პირველისა" და „რუბრიკის" თანამშრომლები უკმაყოფილებას არაერთხელ გამოთქვამდნენ, თუმცა გუშინდელმა ფაქტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები დღეს, „ჯიპიაი"-ს  ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ.


კომპანიასთან უკვე სამი წელია, ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში, „ჯიპიაი"- მ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მომსახურების სისტემა წესრიგში არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან, ზუსტ გადახდას მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს.


მომხმარებლებს, ვინც თვლის, რომ „ჯიპიაი"-მ მისი უფლებები დაარღვია, შეგიძლიათ, შემდეგ ნომერზე დარეკოთ - 595 01 81 71 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner