logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე: სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი...
- +

26 სექტემბერი. 2016. 14:49



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ „ნაციონალებს" არანაირი პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

 

„რუსთავი 2" რამდენად შეიძლება იყოს ჭეშმარიტების ეტალონი, მოგეხსენებათ ალბათ. სიცრუის ეტალონად უფრო გამოდგებიან, შესაბამისად, მათი გაკეთებული ეგზიტპოლი ვერანაირად ვერ იქნება ვერდიქტი. ნუ დაძაბავს სააკაშვილისგან ნახსენები წარღვნა მოსახლეობას. მე მგონი, საკუთარი გუნდის შემაგრებას აგრძელებს, რომ ბოლომდე არ ჩამოეშალოს. ამბობს, ჩამოვალო, სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი. ადგილ-ადგილ ამას ჰპირდება საკუთარ გუნდს, რომ არ ჩამოეშალოს.

 

მათ ძალიან კარგად იციან, რომ დღევანდელი ხელისუფლება არჩევნებს არ გააყალბებს და ისიც კარგად იციან, რომ არავითარი შანსი არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების. არაფრის თავი არ აქვთ. სააკაშვილი გაუბედურებული ზის იქ,  ნაცვლად იმისა, რომ ჩამოვიდეს, საკუთარ სახელმწიფოს ელემენტარული პატივი სცეს, კანონმდებლობას პატივი სცეს. მაგის დემოკრატია, მაგან იცის ძალიან კარგად, რაც იყო და ეს მისმა მეუღლემაც თქვა, ჩემი ქმარი ისეთი კაცია, უნდა გეშინოდეთო. ეს ყველაფერი უსუსურობის და გაუსაძლისობის ბრალია, იმ მდგომარეობისა, რაშიც არიან. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ მხოლოდ კამერებით, თუ რამე პატარა ექსცესების მოწყობა მოუნდებათ, გადავიღოთ, რეალურად კი ვერაფერზე გავლენას ვერ მოახდენენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner