logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: სააკაშვილი ცდილობს, ყველა დაუშვებელი ხერხით შეძლოს ქვეყანაში ხელისუფლების ხელში აღება
- +

26 სექტემბერი. 2016. 14:50


 

„კაკო ბობოხიძე, რომელიც თავის დროზე რუსის ჯარს შემოუძღვა, დღესაც მზად არის, ყველაფერს მოაწეროს ხელი", - ამის შესახებ პორტალ „კვირას" პრესკლუბში „ქართული ოცნების" წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა.


ბუკია „თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრების განცხადებას გამოეხმაურა და ახალგაზრდების ნაბიჯი გამბედავ ნაბიჯად შეაფასა, თუმცა ის პოლიტიკოსებიც დაასახელა, რომლებიც, მისივე განცხადებით, სააკაშვილის დავალებებს სიამოვნებით შეასრულებენ.


„ეს ახალგაზრდები ფიქრობენ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და სააკაშვილის ბინძურ მითითებებს არ აჰყვნენ, მაგრამ არიან პიროვნებები, რომლებიც მზად არიან, სიამოვნებით შეასრულონ სააკაშვილის დანაშაულებრივი დავალებები.

 

ამის მაგალითია კაკო ბობოხიძე, რომელიც თავის დროზე ტანკებზე ამხედრებული შემოუძღვა რუსის ჯარს საქართველოს არჩეული ხელისუფლების დასამხობად და დღესაც მზად არის, გააგრძელოს იგივე მისთვის აპრობირებული მეთოდით, მაგრამ დღეს არის სხვა ახალგაზრდობა და საქართველოს მოსახლეობა არავის მისცემს ამის საშულებას. ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებს", - განაცხადა გიგა ბუკიამ პრესკონფერენციაზე.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner