პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„საინტერესოა, სააკაშვილის გარდა კიდევ რამდენი ცალი უტიფარი მოიძებნება, რომელიც იტყვის, რომ საზოგადოება „რუსთავის 2"-ის ეგზიტპოლს უნდა ენდოს?! ანუ ამ ამბავში ის არის მნიშვნელოვანი, რომ სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებს, „რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლი იქნება რეალური სურათის ამსახველი, რასაც უნდა მოჰყვეს წარღვნაო! ანუ ეგზიტპოლს დაეყრდენით და არა ცესკო-ს შედეგებსო!" - წერს ვასილ მაღლაფერიძე.