logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: შალვა ნათელაშვილი ჯაშუშებისგან ფულს იღებდა
- +

26 სექტემბერი. 2016. 15:00



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას შალვა ნათელშვილზე ისაუბრა და მას ყვარყვარე უწოდა.

 

„შალვა ნათელაშვილი ყვარყვარეს მაგონებს. ყვარყვარე ცოტა კომიკური ტიპია და ამავდროულად სიმბოლოა უდიდესი აგრესიის და სიბოროტის. და ის, რომ ცდილობ, მოატყუო საკუთარი ხალხი, ნამდვილად ცუდი საქციელია.

 

თავად „რუსთავი 2"-მა აჩვენა  2006 წელს, რომ შალვა ნათელაშვილი ჯაშუშებისგან ფულს იღებდა. სამი დღე სარდაფში იმალებოდა და დაჭერით ემუქრებოდნენ და ამის შემდეგ ნათელაშვილს ათამაშებენ.

 

ნათელაშვილი პირველი იყო, რომელიც ამერიკას აგინებდა, დღეს კი, ამერიკაში ვოიაჟებს „ნაციონალური მოძრაობა" უკეთებს. ეს ყვარყვარიზმი უნდა დამთავრდეს", - აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner