logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებებში დიდი ცინიზმია ჩადებული
- +

26 სექტემბერი. 2016. 15:00




ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობის" საარჩენო დაპირებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მელიას და ხოშტარიას დაპირებები დიდი ცინიზმია.



„ნაციონალური მოძრაობის" წევრები მელია და ხოშტარია მოსახლეობას პენსიის ზრდას და ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. ამაში ძალიან დიდი ცინიზმია ჩადებული.

 

ელენე ხოშტარიამ ძალიან კარგად იცის, როგორი კრიმინალური იყო ეკონომიკა და დღეს რომ მსგავსი არ არის, მაგრამ როცა ქვეყანას დეკრიმინალიზაციას ჰპირდება, მაინტერესებს, ეს ქვეყანა უყვარს თუ არა მას. ეს პარტია ჩვენ უსირცხვილოდ გვატყუებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner