ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობის" საარჩენო დაპირებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიას და ხოშტარიას დაპირებები დიდი ცინიზმია.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრები მელია და ხოშტარია მოსახლეობას პენსიის ზრდას და ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. ამაში ძალიან დიდი ცინიზმია ჩადებული.
ელენე ხოშტარიამ ძალიან კარგად იცის, როგორი კრიმინალური იყო ეკონომიკა და დღეს რომ მსგავსი არ არის, მაგრამ როცა ქვეყანას დეკრიმინალიზაციას ჰპირდება, მაინტერესებს, ეს ქვეყანა უყვარს თუ არა მას. ეს პარტია ჩვენ უსირცხვილოდ გვატყუებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.