logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს არის პირდაპირი დარტყმა მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ევროპულ კურსზე!
- +

14 მარტი. 2016. 15:07



ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეომასალების გამოქვეყნების ფაქტზე კომენტარს აკეთებს და აღნიშნულს "მორალურ ტერორს" უწოდებს:


„გამოძიება დაწყებულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან სწრაფად გამოვლინდება დამნაშავე, თუ დამნაშავეები. კანონის ფარგლებში აუცილებლად დაისჯებიან ეს ადამიანები. ეს არის პირდაპირი დარტყმა მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ევროპულ კურსზე, რომელიც არჩეული აქვს ქართველ ხალხს, ჩვენს მთავრობას. ვერ გეტყვით, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს, თუმცა ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ასეთი ჩანაწერები როდის კეთდებოდა, მას ვინ აკეთებდა. ეს იყო ძალიან ბინძური მეთოდები", - განაცხადა კალაძემ.


ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, რომელსაც თან ახლავს მუქარის ტექსტი. ვიდეოში მოწოდებაა, მოქმედი პოლიტიკოსები პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner