logo_geo
eng_logo
„ბიძიებო, დეიდებო, გთხოვთ, სამეგრელო მაინც მოგვეცით სათამაშოდ“
- +

26 სექტემბერი. 2016. 15:13


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„მიშას არაფრის ეშინია, მიშა გულადია, მიშა პურადია, მიშა უკვე მოფრინავს, მიშას ერთი ფეხი ტრაპზე აქვს, მეორე - ტრ...ზე, მიშა 9-ში დაეშვება პარაშუტით მთაწმინდაზე და იქიდან გამოქანდება თავისებური კიკინით. აი, მიშა... მიშას ჩამოსვლა გარდაუვალია, მე მას თვალებში ჩავხედე და დავინახე თბილისის მოლივლივე ზღვა, ასევე მტკვარი. მიშას ქოჩორი უკვე შრიალებს ჭადარივით. მიშა დამპირდა, რომ ის კარგად მოიქცევა, აღარ იცელქებს, დაჯდება სასახლეში და საერთოდ აღარ შეგაწუხებთ, აღარც კი გამოიხედავს გარეთ. მიშას ახლა მხოლოდ ერთი ჰობი აქვს, დაშლის პაპიროსს, ააწყობს, დაშლის, ააწყობს...

 

ბიძიებო, დეიდებო, ბაბუებო, ბებიებო, გთხოვთ, სამეგრელო მაინც მოგვეცით სათამაშოდ. არაფერს აღარ გავაფუჭებთ, თუ გინდათ, „სპიჩკაც" დაგვიმალეთ და ცოცხიც.

 

პატივისცემით, მიხო სააკაშვილისგან შთაგონებული ელისაბედ-სანდრა რულოვსი", - წერს გელა ზედელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner