„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„გუშინწინ სენაკში სიტყვით გამოვიდა პაატა ბურჭულაძე, ჩემს იქ ჩასვლამდე დაახლოებით ორი საათით ადრე. როგორც მიტინგის მონაწილე ერთმა ქალბატონმა მომითხრო, სულ ცოტა რვაჯერ მაინც უხსენებია ზვიად გამსახურდია აღმატებულ კონტექსტში.
სამაგიეროდ უძაგებია მიშა და ბიძინა.
თბილისიდან ჩასული სამთავრობო თუ ოპოზიციური პოლიტიკოსებისგან სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას ხსენება არჩევნებისას „მოსული" ამბავია.
შემდეგ ისევ დადუმდებიან ამ თემაზე. ზვიად გამსახურდიაც მათთვის ისევ გადაინაცვლებს დავიწყებაში, რომ ოთხი წლის შემდეგ სამეგრელოს ხალხის წინაშე რაღაცნაირი მობოდიშების შესაფუთად კვლავ გადმოინაცვლოს არაცნობიერიდან ცნობიერში", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.