logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მოსახლეობას ხელის შეწყობა სჭირდება
- +

26 სექტემბერი. 2016. 15:27



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალში,  როცა ბიუჯეტი გაიზრდება, ხელისუფლება ამაზე იზრუნებს.


 

„დემოგრაფიული პრობლემა ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. ჩვენ ბებერი ერი ვართ და ამაშია ჩვენი სიდიადე, მაგრამ ისეთ სიბერეში არ უნდა წავიდეთ, რომ კვდომა დავიწყოთ.

 

რეალურად ჩვენ დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს და ამას დიდი ყურადღება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. მომავალში, როცა ბიუჯეტი გაიზრდება, ამ მიმართულებით ხელისუფლება იზრუნებს. საჩხერეში რამდენიმე წელია ამაზე ზრუნვა დავიწყე და შედეგიც არის. მოსახლეობას ხელის შეწყობა სჭირდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner