logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის გამბედაობა რომ ჰქონდეს, აქამდე ჩამოვიდოდა
- +

ავტორი ანა ფერაძე

26 სექტემბერი. 2016. 16:21



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა. „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ქმნის ილუზიას, რომ თავის ამომრჩეველს გამარჯვების მოლოდინი გაუჩინოს.



„ამ ბოლო დროს ძალიან დიდი ამბებია ატეხილი „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის გამბედაობა რომ ჰქონდეს, აქამდე ბევრჯერ ჩამოვიდოდა, მაგრამ ის რომ საქართველოში ჩამოვიდეს, ზუსტად ნახევარ საათში საპყრობილეში აღმოჩნდება.

 

მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ვაჟკაცი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს. მინდა, ყველამ დაიჯეროს ერთი რამ,  - „ნაციონალური მოძრაობა" ქმნის ილუზიას, რომ თავის ამომრჩეველს გაუჩინოს გამარჯვების მოლოდინები", - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner