logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: გასაგებია, რომ სტუდენტებს ყველაფერი დღესვე უნდათ, მაგრამ დღესვე არ შეგვიძლია
- +

26 სექტემბერი. 2016. 16:45



„გასაგებია, რომ სტუდენტები ცხელსისხლიანი ხალხია და ეს ყველაფერი დღესვე უნდათ, - დღესვე არ შეგვიძლია", - ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ში განვითარებული მოვლენებისა და „აუდიტორია 115"-ის მოთხოვნების საკითხს.



დადებითად ვაფასებ, - დღეს ჩვენ ვნახეთ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება როგორ ექცევა თავის ხალხს - დგას და უსმენს. ჩვენ ვაპირებთ, დავდგეთ და მოქალაქეებს, ვისაც რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, არ დავუშალოთ არაფერი. პირიქით, ყურადღებით მოვუსმინოთ. ასევე, როგორც ბატონმა რექტორმა ბრძანა, ყველა შინაარსობრივ მოთხოვნას, რომელმაც დღეს გაიჟღერა, ვიზიარებთ - მეტი დამოუკიდებლობა უნივერსიტეტს, უკეთესი სწავლის ხარისხი, ავტონომიის გაძლიერება, სტუდენტების ჩართულობის გაძლიერება, ამ ყველაფერს ვიზიარებთ. ეს ცოტათი ღია კარის მტვრევას ჰგავს, როცა სწორედ იმას ვგეგმავთ, რასაც ჩვენგან სტუდენტები მოითხოვენ. ამავე დროს, ჩემთვის ძალიან დასანანია, რომ უფროსკურსელი სტუდენტი იღებს გადაწყვეტილებას, პირველი სასიამოვნო, სახალისო, საზეიმო დღე პირველკურსელს ასეთი ფორმით ჩაატარებინოს. ვფიქრობ, ეს ადამიანები სტუდენტების ფართო რაოდენობის ინტერესებს არ ითვალისწინებენ, არამედ თავისი კონკრეტული მოსაზრების წინა პლანზე წამოწევისთვის გამოიყენეს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 


მისივე თქმით, ცვლილებების პროცესი დაწყებულია და ბევრი სტუდენტი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს, რომ ცვლილებები დაინერგოს.



ეს პროცესი დასრულებადი არ არის. ყოველ წელს გარემო შეიცვლება, უნივერსიტეტი წინ მიდის, მისი რეიტინგი მაღლდება, სამეცნიერო კვლევაც უმჯობესდება, სოციალურად დაუცველების მდგომარეობა, საერთო საცხოვრებლების მდგომარეობაც უმჯობესდება. გასაგებია, რომ სტუდენტები ცხელსისხლიანი ხალხია და ეს ყველაფერი დღესვე უნდათ, - დღესვე არ შეგვიძლია", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner