logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჰარვარდზე რთული გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა
- +

26 სექტემბერი. 2016. 16:46



განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საქართველოში ახალი სკოლების მშენებლობა იგეგმება.



დაგვხვდა გაყიდული და დანგრეული სკოლები, ამიტომ, ახალი სკოლების მშენებლობა მოგვიწევს. ბოლო წლებმა ცხადყო, რომ თბილისში, პირველკლასელთა რაოდენობა იზრდება, რეგიონებში კი, პირიქით, მცირდება.

ჰარვარდზე ძნელი გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა, რადგან სხვა რაიონებთან შედარებით, რაოდენობრივად, გლდანში, მუხიანში, ბავშვების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე ადრე იყო", - განაცხადა ჯეჯელავამ.



მისი თქმით, პირველად საქართველოს ისტორიაში, 10-ზე მეტი სკოლა აშენდა.



ეს პროცესი გაგრძელდება. მოხდება დანგრეული სკოლების რეაბილიტაცია და ასევე, ახლის აშენება, ამაში ამერიკელები გვეხმარებიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner