logo_geo
eng_logo
ოთარ დანელიამ მოსახლეობასთან ერთად „ჭყონდიდლობა“ იზეიმა
- +

26 სექტემბერი. 2016. 16:51


 


მარტვილში, „ჭყონდიდლობის" დღესასწაულზე, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცეს გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ მეუღლესთან, მერი ჩიქობავასთან ერთად პატივი მიაგო გიორგი ჭყონდიდელის ხსოვნას და ,,ჭყონდიდლობის" დღესასწაულის ფარგლებში გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო.


საზეიმო ლიტურღია მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა პეტრემ(ცაავა) აღავლინა და კერძო სკოლაში „სხივი" მშენებარე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, მეცნიერები, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner