logo_geo
eng_logo
ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით 2-ზოლიანი 55-კილომეტრიანი გზის მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება
- +

26 სექტემბერი. 2016. 16:58



ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით იგეგმება ახალი 2-ზოლიანი, 55-კილომეტრიანი გზის მშენებლობა.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული მონაკვეთის საპროექტო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება. ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2018 წელს დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 60 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.



საპროექტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების წყაროს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან.



ამ დროისათვის, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზაზე დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.



პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner