26 სექტემბერს, 14:00 საათზე, დუისის კულტურის სახლში ადგილობრივი მაყურებლის წინაშე წარდგება სსიპ ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა- გაგრა". ხოლო, 27 სექტემბერს, 17:00 საათზე ახმეტის რაიონის ისტორიულ ადგილზე, ხადორში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლის „ბანის" კონცერტი.
ამ აქტივობებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კულტურული ცოვრების გააქტიურებას.
პანკისის რეგიონში კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა ახალგაზრდობის ჩართულობისა და კულტურულ სივრცესთან ინტეგრაციის კუთხით, კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა,