ვაზისუბანში, პირველ მიკრორაიონში საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა. აფეთქების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი, ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და შს სამინისტროს დანაყოფები, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.