logo_geo
eng_logo
განმუხურში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება
- +

26 სექტემბერი. 2016. 18:22



განმუხურში, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება, თანაინვესტირების ფონდი კი უმაღლესი დონის, 60 მილიონი  დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს - უპრეცედენტო მასშტაბის პროექტების პრეზენტაცია  დღეს განმუხურში გაიმართა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.



სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა პროექტების მნიშვნელობა შეაფასა, რომლებიც ფონდ „ქართუსა" და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს და მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.



ფონდ ქართუს" დაფინანსებით აქ, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ხოლო თანაინვესტირების ფონდი ააშენებს უმაღლესი დონის 60 მილიონი  დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს. აღსანიშნავია, რომ განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება უნიკალური კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ანაკლია-განმუხურ ტურისტულ ზონაში მიზიდულოის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატბით სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს მეტი ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს, რაც მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. რასაკვირველია, როგორც სასტუმროს, ისე ბოტანიკური ბაღის მშენებლობის პროცესში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა", - განაცხადა პრემიერმა.



გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფონდი „ქართუს"" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას - დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ე.წ. გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება არის უნიკალური წინადადება, რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას.



ამ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის გაჟღერებისთვის არც დრო და არც ადგილი შემთხვევითი არ გახლავთ. ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა - ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. ეს ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება, სამწუხაროდჩვენ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არა გააჩნია. ჩვენი სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დღეს ყველამ უნიკალური წინადადებამოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული საქმიანი და კონკრეტული ნაბიჯიბატონმა ბიძინამ გამოთქვა მზაობა, დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული  მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება რომელიც სრულად შეესაბამება  სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას", -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



მისი თქმით, ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს ქართველის ხალხის მზაობას- გავუზიაროს წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გახადოს აფხაზი ძმები საქართველოს განვითარების მონაწილე და  თანაზიარი.



აქედან, განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი - ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ  გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს", -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.



100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენებული ბაღის კონცეფცია მიზნად ისახავს კოლხური ჯიშებისა და სახეობების კონსერვაციას და შემდგომ პოპულარიზაციას. ბოტანიკური ბაღის ტერიოტრიაზე მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, ჩაატარონ კვლევები და ითანამშრომლონ საერთაშორისო ბოტანიკურ ასოციცაციებთან. ბაღის ტერიოტრიაზე აშენდება ორანჟერიები, სასათბურე-სანერგე მეურნეობები და მოეწყობა ექსპოზიციები, დამახასიათებელი  სხვადასხვა მიკროგარემოს კლიმატისთვის. ბოტანიკურ ბაღში იფუნქციონირებს შემეცნებით-საგანმანათლებლო სკოლა ახალგაზრდებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ და შესწავლონ ენდემური და იშვიათი ჯიშის მცენარეები. პროექტით ასევე გათვლისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის  საინვესტიციო მოცულობა, დაახლოებით, 20 მლნ დოლარს შეადგენს.



ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება განმუხურის სანაპიროზე და მოიცავს 35 000კვ.მეტრს. სასტუმრო იქნება 190 სხვადასხვა ტიპის მაღალი კატეგორიის ოთახისგან დაკომპლექტებული. პროექტით გათვალისწინებული კვების ობიექტები - რესტორნები და კაფეები იქნება გაჯერებული რეგიონისთვის დამახასიათებელი კულინარიული შედევრებით, რაც ხელს შეუწყობს მდიდარი ქართული სამზარეულოს მეტ პოპულარიზაციას. სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი 2 წელიწადში გადააჭარბებს 2000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს დასაქმდება 350 ადამიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner