ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაახლოებით რვა ადამიანი დაიჭრა, ექვსი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ბოროტმოქმედი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.