logo_geo
eng_logo
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის სპეციალური საგზაო ზოლი დაიხაზება
- +

26 სექტემბერი. 2016. 18:26



ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის სპეციალური საგზაო ზოლი დღეს ღამით დაიხაზება. საგზაო ზოლი კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე გაკეთდება. იგი ყვითელი ფერის იქნება და მასზე წარწერა Bus Lane განთავსდება.



საგზაო ზოლში მოძრაობის უფლება მხოლოდ ყვითელ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს ექნებათ. ზოლის დატოვების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები დაჯარიმდებიან:



ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მირიან ლებანიძის განცხადებით, ეს იმისთვის კეთდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპოტის მოძრაობა გამართული, მოწესრიგებული და მგზავრებისთვის კომფორტული იყოს.


ველით, რომ სხვა მსუბუქი მანქანებისთვისაც კომფორტული იქნება და გარკვეულწილად მოაწესრიგებს მოძრაობას. მსუბუქი მანქანებისა და ტაქსებისათვის ალაგ-ალაგ ეს ზოლები გაწყვეტილი იქნება, რათა მანქანებმა და ტაქსებმა მგზავრის ჩამოსმა ან აყვანა შეძლონ. ასევე, თუ სადმე გზის შესახვევი იქნება, ზოლი იქაც გაწყვეტილი იქნება, რათა მსუბუქმა მანქანამ შეძლოს შეხვევა", - განაცხადა მირიან ლებანიძემ.

 

 

ამ ეტაპზე თბილისში მსგავსი 3 საგზაო ზოლი არსებობს, გორგასლის ქუჩაზე, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებზე.



ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ზოლების დახაზვა მთელ ქალაქში იგეგმება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner