logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: გვირაბით შემოვა? გათხრის? რომ გათხაროს და ვერ გამოეტიოს?
- +

26 სექტემბერი. 2016. 21:14



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტის მიმართ ბევრი შეკითხვა დაგროვდა.

 

„ჩამოვა? არ ჩამოვა? დაჯდება? სად დაჯდება? როგორ დაჯდება? გვირაბით შემოვა? გათხრის? ვერ გათხრის? რომ გათხაროს და ვერ გამოეტიოს? ფეხებით უნდა წამოვიდეს თუ თავით? ვითომ თავით გამოეტევა? არა მგონია, "ზილის" სარკეებივით აქვს ყურები, დაუშლის... იქნებ ფეხებით სცადოს? ნეტა ლავუაზიეს კანონი თუ იცის? ორშაბათს რომ დავიბაროთ განყოფილებაში, უკეთესი არ იქნება? თუმცა ეგ როგორ მოვა განყოფილებაში?

მოკლედ, ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა!"- წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner