logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვთავაზობ ჩვენს აფხაზ ძმებს სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი ავაშენო
- +

26 სექტემბერი. 2016. 22:07



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან"  აფხაზებს გამყოფ ხაზთან სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის აშენების წინადადებით მიმართა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება.


„ჩვენს აფხაზ ძმებს გამყოფ ხაზს იქეთაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, თუ მათი კეთილი ნება იქნება მაღალი დონის სასტუმროს ავაშენებდი, ბოტანიკურ ბაღსაც. უფრო მასშტაბურიც შეიძლებოდა გამყოფ ხაზს იქეთ აშენებულიყო. ამავდროულად, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდებოდა. ამით საფუძველი ჩაეყრებოდა ჩვენი ურთიერთიობების აღდგენას. უნდა დავიბრუნოთ ის ნდობა, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა. იყო მცდელობა, ხმა მიგვეწვდინა, რეაქცია როგორი იყო, არ ვარ საქმის კურსში. ვფიქრობ, ვერ მოხდა ამ საკითხის შეჯერება. წინადადება იმდენად ჰუმანურია, არ მგონია, პოზიტიურის გარდა, სხვა რეაქცია მოჰყვეს",-განაცხადა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner