თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ტელეკომპანიის კითხვებს რექტორი და აუდიტორია 115-ს წარმომადგენელი, გიორგი არობელიძე პასუხობდნენ.
თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტში შექმნილი სიტუაციის გამო, პირველკურსელებს და მათ ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა.
„ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა განათლების კუთხით. "ღია კარის მტვრევაა" რაც ხდება და ეს არ არის კარგი საქციელი. დოკუმენტი, რომელიც 3 თვეში შეიქმნება და სადაც გაწერილი იქნება საქმომედო გეგმა, ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. პრივილეგირებული არავინ იქნება. არც ერთ სტუდენს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი აზრი არის პრივილეგირებული, ყველას უნდა ჰქონდეს გამოხატვის ერთნაირი საშაულება და მიიღოს მართვაში მონაწილეობა.
ცვლილებების ჟამი რომ მოვიდა, არ მოსწონთ ეს. ერთი დღეა, რაც მოვედი და მოხდა ის, რაც მოხდა. ძალიან ბევრი განაცხადი, რომელიც მოვისმინე, პოლიტიკურად მოტივირებულია. პროცესების პოლიტიზირებას ვეწინააღმდეგები და ეს საკითხები საუნივერსიტეტო სივრცეში არ უნდა შემოვიდეს", - განაცხადა შარვაშიძემ.