ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევა ხდებოდა.
რაც შეეხება რუსთავის ინდუსტრიულ ქალაქად გადაქცევას, ივანიშვილის თქმით, ზოგადად მთელ მსოფლიოში მეტალურგებს პრობლემა აქვთ.
„2012 წლამდე იყო ძალიან მძიმე პროცესი. 2012 წელს რომ გაემარჯვათ, 1-2 წელიწადში საბოლოო კრახს, ეკონომიკურ კოლაფსს მოიტანდნე. ნაცვლად ამისა, ჩვენ უდიდესი ნახტომი გავაკეთეთ წინ და განვითარებულ ქვეყნებს შეგვიძლია შევედაროთ. რაც შეეხება რუსთავს, რომ ინდუსტრიული ქალაქი უნდა გახდეს, არის ძალიან დაბალი დონე ინდუსტრიული განვითარების, იგივე გნებავთ რუსთავის მეტალურგიულს, აზოტს გავიხსენებ. რუსთავი ისეთივე ინდუსტრიული უნდა გახდეს თუ არა?-ხშირად დაუსვამთ ჩემთვის ეს კითხვა. ყველაფერი მოხმარებას, გასაღებას უნდა გაჰყვეს. არ შეიძლება, უეცრად ავაშენოთ და დავგეგმოთ ისეთივე ქარხნის მშენებლობა, რომელიც გასაღების ბაზარზე აქვს პრობლემა. დღეს მეტალურგებს მთელ მსოფლიოში პრობლემა აქვთ. ყაზახეთში, რუსეთში, ჩინეთში, რა ხდება, წარმოება მეტი უჯდებათ, ვიდრე გასაღება. რთული პერიოდია. ჯერ გასაღების საშუალება უნდა მოიპოვო და შემდეგ წარმოება გაზარდო. ასევე, "აზოტს" პრობლემები ჰქონდა და აქვს დღესაც. ფიფიასთან იმდღესაც მქონდა საუბარი, რომელიც "აზოტის" მფლობელად გვევლინება და არის წარმატებული ბიზნესმენი. გაზის ფასი ისევ გარე შოკებთან მოვიდა თანხვედრაში. ნავთობის გაიაფებას საქართველოსთვის პოზიტივი უნდა მოეტანა ნაცვლად ამისა, ჩვენს ეკონომიკაზე ამან დიდი დარტყმა მოახდინა. იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობას, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები ძალიან დაზარალდნენ და ეს საქართელოს ეკონომიკასაც დაეტყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, "აზოტი", რუსთავის მეტალურგიული და მსგავსი ტიპის საწარმოების დაგეგმვა 4 წელი მიდის და ამ ტიპის საწარმოების აღორძინების დაგეგმვა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.
„რაც გადავიბარეთ ჩვენ, ისეთი სიტუაცია იყო, როგორ აქედან გაქცეულიყვნენ. ეს იყო დამოკიდებულება. დავით კირვალიძეს ვთხოვე თავიდანვე, პრობლემებზე დავიწყოთ მუშაობათქო. კირვალიძემ შეხვედრიდან დამირეკა, რა დაგეგმარებაზე უნდა ვილაპარაკოო, ერთდაერთი ის შემიძლია, ამ ბიზნესმენებს ვუთხრა, რა გიქნთ იმ მამაძაღლმა სეთურმაო. მონური გამოხედვით, დათრგუნული და შეშინებული თვალებით იყურებიანო, არ სჯერათ ჩემი სიტყვების, რომ ჩვენ მათ ბიზნესზე ვიზრუნებთო. ასეთი შოკირებული იყო ბიზნესი",-განაცხადა ივანიშვილმა.