პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია თვლის, რომ პიროვნება, რომელიც სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს უპრობლემოდ ავრცელებს უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს. ხათუნა ხოფერია ვარაუდს სოციალურ ქსელში წერს:
"ფსიქოლოგიური ტერორი გრძელდება!!!
საზოგადოების მხრიდან დაფიქსირებული პროტესტის ფონზე, სამართალდამცავების მხრიდან აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიუხედავად, ტერორი გრძელდება!!!
საიდან ასეთი დაცულობის განცდა??? ვის შეიძლება ჰქოდეს ასეთი თავისუფალი მოქმედების ასპარეზი? სად შეიძლება გრძნობდეს ტერორისტი თავს მიუწვდომლად? და ბოლოს, ვის შეიძლება ჰქონდეს განუსაზღვრელი ხელმისაწვდმობა ამ სიბინძურესთან?
მთავარი თავშესაფარი უკრაინაა! იქ მიუწვდმელია ყველა ის პირი, ვინც ერის წინაშე დანაშაულშია მხილებული. იქ მოხდა ყველა ფაქტის და არქივის გატანა.
აბა, სცადეთ სამართალდამცავებო და მოსთხოვეთ სამუშაო პირობების შექმნა უკრაინას!
სცადეთ!
ოღონდ, ისეთი პირები გაუშვით, ვისაც საკუთარ პირად ცხოვრებას არ ააფარებენ თვალებზე!!!!!", - წერს ხოფერია.